7-10 დღე დარჩა - ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტა შეეძლებათ
Aa
Aa

7-10 დღე დარჩა - ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტა შეეძლებათ

ხორვატული გაზეთი, Jutarnij List-ი, რომელიც 1998 წელსაა დაარსებული, იუწყება, რომ დიდი შანსია, უეფამ და ფიფამ ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცეს. როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებას უახლოესი 7-10 დღის განმავლობაში მიიღებენ და გუნდების დატოვების სურვილის შემთხვევაში, მოთამაშეებს არანაირი ვალდებულება ან ჯარიმა არ დაეკისრებათ.

Jutarnij List-ის ცნობით, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები ჩქარობენ, რადგან ფეხბურთელებმა რუსეთის დატოვება სტამბულისა და ბელგრადის საშუალებით შეძლონ. როგორც იცით, ეს ქალაქები ჯერჯერობით რუსული თვითმფრინავებისთვის დახურული არაა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ამ შესაძლებლობას პირველი და მეორე დივიზიონის დაახლოებით 150 ფეხბურთელი მიიღებს და ისინი ყოველგვარი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან“, - წერს Jutarnij List-ი.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი რუსული კლუბის, „კრასნოდარის“ ლეგიონერებმა გუნდი უკვე დატოვეს. რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ფეხბურთელები გუნდთან ერთად აღარ იმყოფებიან და ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მათი კონტრაქტი დროებით შეჩერებულია, მაგრამ გაწყვეტილი არაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში რამდენიმე ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს და მათთვის ეს ახალი შანსია. ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიპყრობილი და ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, „რუბინის“ თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ლეგიონერები გუნდიდან წასვლას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის მწვრთნელი: ,,თბილისში, გულშემატკივრის წინ, ,,ბორჯღალოსნების
რუსეთის მწვრთნელი: ,,თბილისში, გულშემატკივრის წინ, ,,ბორჯღალოსნების" დამარცხებას ვგეგმავდით"