Aa
Aa

"შეშინებულები ვთამაშობდით" - რანგნიკი ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „ატლეტიკომ“ „,მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი მეორე დაპირისპირებაში გადაწყდება. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა რალფ რანგნიკმა კომენტარი გააკეთა:

რანგნიკი

„არ ვიცი გადავარჩინე, თუ არა მატჩი ცვლილების განხორციელებით. პირველი ტაიმის შემდეგ, ჩემი გუნდი ბევრად უკეთესად თამაშობდა. რაც პირველ ტაიმში ვითამაშეთ, ამის ახლაც არ მჯერა. საკუთარ თავში დარწმუნებულები არ ვიყავით და აგრესია საერთოდ არ გვქონდა. ძალიან დავიტანჯეთ..

მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით. მნიშვნელოვან დროს, ბურთი უფრო ხშირად ჩვენ გვქონდა. კიდევ 10 წუთი, რომ გვეთამაშა შეიძლება მოგვეგო. მიუხედავად ამისა, პირველმა ტაიმმა იმედი გამიცრუვა. ძალიან შეშინებულები ვთამაშობდით.

„ატლეტიკოსთან“ ნაადრევი გოლის გაშვება დამღუპველია. უფრო აგრესიულები, თავდაჯერებულები და აქტიურები უნდა ვყოფილიყავით. გოლი სწორედ ასეთი თამაშის შედეგად გავიტანეთ. მეორე დაპირისპირებაში მსგავსი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები