ბასილაშვილი ლიონის ტურნირის 1/4 ფინალშია
საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე 250-იან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას აგრძელებს.
მან 1/16 ფინალურ შეხვედრაში ბორნა ჩორიჩს მოუგო, ხოლო დღეს 1/8 ფინალში იტალიელ ანდრეას სეპის საკმაოდ მარტივად აჯობა.
ნიკოლოზმა პირველ სეტში 2 ბრეიკი შეასრულა, ხოლო თავისი მოწოდება ერთხელ დათმო.
მეორე პარტიის ბედი პირველსავე გეიმში შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა, საბოლოოდ - 6:4 6:4.
ტურნირის 1/4 ფინალში ქართველის მეტოქე, დიდი ალბათობით, ნიკ კირიოსი იქნება, რომელსაც დღეს ნიკოლას კიკერის სახით, არცთუ ძლიერი ოპონენტი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მომავალი კვირიდან "როლან გაროსის" ძირითად ბადეში ჩაებმება.