ნადალი:
Aa
Aa

ნადალი: "ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი ფავორიტი მე არ ვარ"

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი აიღებს სტარტს. 17 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება. ტურნირში რაფაელ ნადალი მიიღებს მონაწილეობას.

„მატადორმა“ მოახლოებული დიდი სლემის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი არ არის.

ნადალი:

„წელს განსხვავებული მიდგომა მაქვს, თუმცა ყველაფრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს. ავსტრალიაში ჩამოსვლის წინ, თავი ცუდად ვიგრძენი. იმ წამსვე პისიარ ტესტი გავიკეთე და საბედნიეროდ პასუხი უარყოფითი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავჯექი თვითმფრინავში.

წინ რთული ტურნირი მელოდება. აქ ადვილი მეტოქე არ არსებობს. მედვედევი და ზვერევი ერთ-ერთ მთავარი ფავორიტები არიან. ვთვლი, რომ 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი მე არ ვარ. წლები გადის, ახალი თაობა ნელ-ნელა იკრებს ძალას. ისინი ბევრჯერ იტყვიან საკუთარ სიტყვას.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მხოლოდ ერთხელ 2009 წელს აქვს მოგებული. ასევე გეტყვით, რომ წლის პირველი დიდი სლემის მოგების შემთხვევაში, ესპანელი ჩოგბურთელი კარიერული სლემების მიხედვით ყველაზე ტიტულოვანი გახდება. „მატადორს“ 21 დიდი სლემის თასი დაუგროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები