,,ყოველი დარტყმისას სუნთქვა მიჭირს
Aa
Aa

,,ყოველი დარტყმისას სუნთქვა მიჭირს" - რას წერს მედია ბასილაშვილის შეწყვეტილ მატჩზე

ATP Cup-ის D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდა და სასურველ შედეგს ვერც ამჯერად მიაღწია. საქართველოს ნაკრების მხრიდან კორტზე პირველი ალექსანდრე მეტრეველი გავიდა, რომელიც მიხაილ პერვოლარაკისს დაუპირისპირდა. შეხვედრა ბერძენი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და მსოფლიო რეიტინგის 399-ე ჩოგანმა 2 სეტში (6-3, 6-2) გაიმარჯვა.

მეტრეველისა და პერვოლარაკისის შეხვედრის შემდეგ, მორიგი საინტერესო მატჩი დაიწყო - ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ნიკოლოზმა თამაში პირველივე სეტში შეწყვიტა, მაშინ, როდესაც სტეფანოს ციციპასი 4-1-ს იგებდა. ბასილაშვილს მატჩის გაგრძელებაზე უარის თქმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია და გამარჯვება ციციპასს ერგო.

ბასილაშვილის მდგომარეობას უცხოური მედია გამოეხმაურა:

ნიკოლოზ ბასილაშვილი იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა, ეს ყველაფერი კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ქართველ ჩოგბურთელს სუნთქვა უჭირდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. ამ დროს ბასილაშვილი სამშობლოს ATP Cup-ზე წარადგენდა, მისი მეტოქე კი ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახლდათ. 

მატჩი მოულოდნელად შეწყდა, 29 წლის ჩოგბურთელი სკამისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა და ექიმს ცხადად ანიშნა: ,,ყოველი დარტყმისას სუნთქვა მიჭირს".

მეტოქეები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დაშორდნენ, გამარჯვება კი ციციპასმა მიიწერა, რომელსაც ამ შეხვედრამდე 4 მარცხი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. წყვილებს შორის ალექსანდრე ბაქშიმ და ალექსანდრე მეტრეველმა 3-სეტიან ბრძოლაში სტეფანოს ციციპასსა დ ამიშელ პერვოლარაკისს (4-6 6-3 16-14) მოუგეს. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საქართველომ D ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: ,,გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი თამაში 100%-ით ვერ ვაჩვენე
მიქაუტაძე: ,,გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი თამაში 100%-ით ვერ ვაჩვენე"