ახალი ვარიანტი - წიტაიშვილი შესაძლოა ბუქარესტის დინამოში გადავიდეს
Aa
Aa

ახალი ვარიანტი - წიტაიშვილი შესაძლოა ბუქარესტის დინამოში გადავიდეს

რუმინული პრესის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კიევის „დინამოსა“ და ბუქარესტის „დინამოს“ შორის თანამშრომლობა დაიწყება და უკრაინული კლუბი რუმინეთში რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს. კიეველთა მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ მზადაა, თავის ყოფილ კლუბს დაეხმაროს, რომელსაც მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს და გავარდნასთან ახლოსაა.

ბუქარესტის „დინამოს“ ახალმა თავკაცმა, ფლავიუს სტოიჩანმა PRO TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ლუჩესკუს ელაპარაკა და მისგან 12 ფეხბურთელისგან შემდგარი სია მიიღო, რომელთა იჯარით გაშვება კიეველთათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ Digisport-ის ინფორმაციით, ზემოთ ხსენებულ სიაში გიორგი წიტაიშვილის სახელიც ფიგურირებს.

„ჩამოთვლილი 12 ფეხბურთელიდან, ყველაზე ძვირადღირებული გიორგი წიტაიშვილია და მისი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა. ოდესღაც, წიტაიშვილს კიევის დინამოს ამომავალ ვარსკვლავად ხედავდნენ, მაგრამ არასტაბილურობამ მისი პროგრესი დაბლოკა. მიუხედავად ამისა, მისი დინამოში გადმოსვლა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეჭვგარეშეა, რომ იგი მაღალი დონის ფეხბურთელია“, - წერს Digisport.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, მაგრამ ჯერ „ვორსკლაში“, შემდეგ კი „ჩორნომორეცში“ იყო განათხოვრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემს კარიერაში მძიმე დღეა'' - გაბაძე ლოკოს ემოციურად დაემშვიდობა
''ჩემს კარიერაში მძიმე დღეა'' - გაბაძე ლოკოს ემოციურად დაემშვიდობა