,,თუ დაინტერესება იქნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება
Aa
Aa

,,თუ დაინტერესება იქნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება"

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, ქვეყნის ახალი ჩემპიონის, დინამო ბათუმის წარმოშობით ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, 25 წლის ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 

აღნიშნული ინფორმაცია დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე" კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ და პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურეს.

არჩილ ბერიძე (კლუბის პრეზიდენტი)

ჯოვინოს ქართველი მეუღლე ჰყავს და ამით ალბათ, უკვე ყველაფერი ნათქვამია. საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. მისი დედა და მამაც უკვე აქ ცხოვრობენ. ქართულად საუბარიც ესმის.

გია გეგუჩაძე (მთავარი მწვრთნელი)

ქართულად ვერ მპასუხობს, თუმცა ქართული ნამდვილად ესმის. მას ის გარემო მოსწონს, რაც ბათუმშია და ეს მისასალმებელია. გარდა იმის, რომ მოსწონს, სულით და გულით სურდა ამ ყველაფრის გაკეთება, აქ დამკვიდრება.

თუ იქნება დაინტერესება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც სიამოვნებით შეუერთდება.

ჯოვინო დინამო ბათუმს მონტენეგროს ლოვცენიდან, 2017 წელს შეუერთდა. 2018 წელს გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება მოახერხა – მაშინ ფლამარიონმა ეროვნულ ლიგა 2-ში თავი 24 გოლს მოუყარა.

2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონში ჯოვინომ 30 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შემდეგ კი 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ვოლგოგარდის როტორში ითამაშა. აჭარულ გუნდში დაბრუნების შემდეგ რანგით უმაღლეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, დინამო ბათუმის მაისური 18-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც, უცხოური კლუბებიდან ინტერესმა იმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალი არბიტრები და 15 წლის ფეხბურთელის დებიუტი - რა მოხდა სეზონის ბოლო მატჩში
ქალი არბიტრები და 15 წლის ფეხბურთელის დებიუტი - რა მოხდა სეზონის ბოლო მატჩში