უცხოური კლუბები აზაროვით, ჩაბრაძითა და ფლამარიონით ინტერესდებიან
Aa
Aa

უცხოური კლუბები აზაროვით, ჩაბრაძითა და ფლამარიონით ინტერესდებიან

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა. 

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად კლუბის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე იმყოფებოდა. 

ბერიძემ გადაცემა ,,ტაიმაუტში" გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დინამო ბათუმის ფეხბურთელებით არაერთი უცხოური გუნდები დაინტერესდა, თუმცა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლიდერების შენარჩუნებას ეცდება:

ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება – თემას არ დავაკონკრეტებ. კლუბის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ფეხბურთელები უცხოეთის რომელიმე წარმატებულ კლუბში რაც შეიძლება მეტად გაყიდოს. მაგრამ, დამიჯერეთ, დინამო ბათუმის ამოცანა დღეს ეს არ არის.

ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს კლუბს ესაჭიროება და ვფიქრობთ, რომ გამოგვადგება, შევინარჩუნოთ და უფრო გავძლიერდეთ, რომ რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.

ძალიან ბევრი წინადადებაა როგორც ჯოვინო ფლამარიონზე ასევე გრიგოლ ჩაბრაძეზე. ყველანაირად ვცდილობთ, აზაროვი შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, ეს გამოგვივა – ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირებამდე მაინც.

მაგრამ კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. მთავარია, ეს გუნდის დასუსტების ხარჯზე არ მოხდეს. ის თანხებიც, რაც ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოვა, ისევ კლუბის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს და სხვა მიმართულებით არ უნდა წავიდეს.

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე