მანჩესტერის პრიორიტეტი პოჩეტინოა, თუმცა მომავალ სეზონში
Aa
Aa

მანჩესტერის პრიორიტეტი პოჩეტინოა, თუმცა მომავალ სეზონში

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი მწვრთნელის ძიების პროცესშია. ცნობილი გამოცემა GOAL წერს, რომ „წითელი ეშმაკების“ პრიორიტეტი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც ახლა „პარი სენ ჟერმენის“ დამრიგებელია.

GOAL იმასაც წერს, რომ არგენტინელი მწვრთნელი კლუბის შეცვლისთვის მზად არის, თუმცა ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რომ მანჩესტერული გრანდი სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელს დანიშნავს და სერიოზულ კადრს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ აიყვანს.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელად სწორედ პოჩეტინოს მოყვანა სურდა, თუმცა სულშერის კანდიდატურა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა და არჩევანი სწორედ ნორვეგიელზე გაკეთდა.

გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა ფერგიუსონის და პოჩეტინოს ურთიერთობა გახდეს. სერ ალექსს და პსჟ-ს ბოსს ახლო ურთიერთობა აქვთ და იმ შემთხვევაში, თუ „იუნაიტედი“ მაურისიოს ოფიციალურად მიმართავს, შესაძლოა არგენტინელი შემოთავაზებას დათანხმდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოჩეტინოს და „პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორის ლეონარდოს ურთიერთობა იდეალური არ არის.

ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა მაურისიო პოჩეტინო მომავალ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები