ლიონი - მარსელი შეწყდა - პაიეს თავში ბოთლი გაარტყეს
Aa
Aa

ლიონი - მარსელი შეწყდა - პაიეს თავში ბოთლი გაარტყეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „ლიონისა“ და „მარსელის“ დაპირისპირება მსაჯის სასტარტო სასტვენიდან ოთხ წუთში შეწყდა.

კუთხურის ჩაწოდებისას დიმიტრი პაიეს ქომაგებმა თავში ბოთლი გაარტყეს, რის შემდეგაც ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მედშტაბმა პაიეს დახმარება დროულად აღმოუჩინა, თუმცა არბიტრებმა საბოლოოდ შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

გუნდები გასახდელში გავიდნენ და ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როდის გაგრძელდება მატჩი.

აღსანიშნავია, რომ „ლიონის“ გულშემატკივარი, რომელმაც ბოთლი ისროლა, თავისიანებმა სახეში ხელი უთავაზეს. ასეთი ქმედება რა თქმა უნდა, ქომაგთა უმრავლესობამ არ მოიწონა და მათი რეაქცია ბუნებრივი იყო.

ბოლოს გეტყვით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „მარსელი“ გასვლით მატჩებზე გულშემატკივართა აგრესიას განიცდის. მიმდინარე სეზონში 7 ასეთ მატჩიდან 3-ში გუნდის მოთამაშეებს უცხო საგნები ესროლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-გოლიანი თრილერი სან სიროზე - ინტერმა ნაპოლი დაამარცხა
5-გოლიანი თრილერი სან სიროზე - ინტერმა ნაპოლი დაამარცხა