ოქროს მედალი 37 წლის ასაკში - არქანია მსოფლიოს ჩემპიონია !
Aa
Aa

ოქროს მედალი 37 წლის ასაკში - არქანია მსოფლიოს ჩემპიონია !

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა, 37 წლის სპორტსმენმა 2014 წელს დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე არქანიამ მექსიკელი (8:0), მონტენეგროელი (2:0), ესპანელი (8:0), ამერიკელი (3:0) და ხორვატი (3:1) კარატისტები დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც იტალიელ მეტოქეს სძლია და კარიერაში მეორედ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

გარდა ამისა, არქანია ტოკიოში გამართულ 2008 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. მან ასევე მესამე ადგილი დაიკავა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კარატისტმა გოგოიტა არქანიამ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი სპორტსმენი იაპონელ რიუტარო არაგას, თურქ უგურ აკტას, გერმანელ იონათან ჰორნესა და ყაზახ დანიარ იულდაშევს დაუპირისპირდა, თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებო მიყვარხართ და მაძლიერებთ
„ქართველებო მიყვარხართ და მაძლიერებთ" - რაულ თუთარაულის ბრწყინვალე გამარჯვება