„საინტერესო ბრძოლების მოლოდინში
Aa
Aa

„საინტერესო ბრძოლების მოლოდინში" - UFC-ის საიტი დოლიძისა და ჯოჯუას ჩხუბებზე

UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ უქმეებზე გასამართი UFC Fight Night: Holloway vs. Rodríguez-ის წინ, აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩანიშნული ბრძოლების შესახებ დაწერა. ბუნებრივია, სტატიაში ყურადღება ქართველ მებრძოლებზეცაა გამახვილებული და UFC-ის ვებგვერდი რომან დოლიძისა და ლიანა ჯოჯუას ჩხუბებს შეეხო.

UFC-ის ვებგვერდი დოლიძეზე

„რომან დოლიძეს კარიერაში 9 მოგება და 1 მარცხი აქვს და UFC-ის ოქტაგონზე მეოთხედ გავა. ქართველმა მებრძოლმა ლაურეანო სტაროპოლისთან გამართული ჩხუბის გამო გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ არგენტინელთან დამაჯერებელი და ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, ახლა კი შანსი მიიღო, დივიზიონის ელიტაში აღწევდეს. დაუკაუსისა და დოლიძის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. ორივე მათგანი ბრწყინვალე გრეპლერია. დაუკაუსი აქცენტს მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთებზე აკეთებს, დოლიძეს კი ბრძოლის კონტროლი უყვარს“.

UFC-ის ვებგვერდი ჯოჯუაზე

„26 წლის ლიანა ჯოჯუას UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და საწყისი 2 ჩხუბიდან 1 მოიგო. დიანა ბელბიტასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი მებრძოლი მირანდა მევერიკს დაუპირისპირდა და ექიმმა ბრძოლა პირველი რაუნდის შემდეგ შეწყვიტა. ახლა ჯოჯუა ლას-ვეგასში, Syndicate MMA-ში ვარჯიშობს და საინტერესო იქნება იმის ხილვა, ბოლო 1 წელიწადში რა პროგრესს მიაღწია“.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე კაილ დაუკაუსს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 10 გამარჯვება და ორი მარცხი აქვს. ჯოჯუას მეტოქე კი კორტნი კესი იქნება - 9 გამარჯვება, 9 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები