მძიმე მატჩი შვედეთთან - საქართველოს ქალთა ნაკრები 0:4 დამარცხდა
Aa
Aa

მძიმე მატჩი შვედეთთან - საქართველოს ქალთა ნაკრები 0:4 დამარცხდა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ტურში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:4 დამარცხდა. გიორგი ჩხაიძის გუნდი მე-40 წუთამდე დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, თუმცა ხსენებულ დროს ფილიპა ანგელდალმა ანგარიში გახსნა.

შვედები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ტაიმის მიწურულს ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლამაზი კომბინაციის შედეგად მაგდალენა ერიქსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები ისეთი ძალებით აღარ უტევდნენ, თუმცა 84-ე წუთზე კაროლინ სეგერმა თათია გაბუნიას კარში მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შვედმა ფეხბურთელმა პენალტი გამოიყენა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეოთხე გოლიც გაუშვა. საქართველოს კარში გოლი კვლავ სეგერმა გაიტანა. უკანასკნელი გოლი ისევ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

გაბუნია, პასიკაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, ტატუაშვილი, მატვეევა, ბაქრაძე(სულაშვილი 84წთ), ხაბურზანია(ბებია 84წთ), ჭიჭინაძე(დანელია 67წთ), ჭყონია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები