აიაქსმა კამბური 9:0 გაანადგურა - ტადიჩმა ერედივიზიონში ახალი ისტორია დაწერა
Aa
Aa

აიაქსმა კამბური 9:0 გაანადგურა - ტადიჩმა ერედივიზიონში ახალი ისტორია დაწერა

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-5 ტურში ამსტერდამის „აიაქსმა“ „კამბურს“ უმასპინძლა და 9:0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან თავი ნერეშმა(2), ტადიჩმა, ბერგუისმა, მაზრაუიმ, ჰალერმა, დანილომ, ტიმბერმა და დერამიმ გამოიჩინეს.

ეს დაპირისპირება კი დუსან ტადიჩისთვის ისტორიული აღმოჩნდა. სერბმა თავდამსხმელმა „კამბურთან“ მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჯამში კი ერედივიზიონში მე-100 და 101-ე. ასეთი შედეგი კი 21-ე საუკუნეში, ერედივიზიონის მასშტაბით არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ამსტერდამელთა ყოფილი მოთამაშე ჰაკიმ ზიეჩი 87 შედეგიანი გადაცემით მოგვევლინა. მესამე პოზიციას კი ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა დირკ კიუიტი 78 პასით იკავებს.

ტადიჩი „აიაქსში“

32 წლის თავდამსხმელი ამსტერდამულ კლუბს 2018 წელს „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა. დღემდე ტადიჩმა „აიაქსის“ ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 156-ჯერ მოირგო, 79 გოლი გაიტანა და 71 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები