PUMA-მ დორტმუნდის ქომაგებს ახალი მაისურისთვის ბოდიში მოუხადა
Aa
Aa

PUMA-მ დორტმუნდის ქომაგებს ახალი მაისურისთვის ბოდიში მოუხადა

„დორტმუნდის ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი მატჩი სტამბოლში „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 მოიგო.

გერმანულ კლუბს მესამე ახალი ფორმა ეცვა, რომელიც პუმამ დაამზადა, თუმცა ქომაგებში მან დიდი მოწონება არ დაიმსახურა და პირიქით, გულშემატკივართა უდიდესმა ნაწილმა აღშფოთება ვერ დამალა.

მაისური დამზადებულია ახალი შაბლონის მიხედვით - კლუბის ემბლემის ნაცვლად მისი სახელი იბეჭდება. ლოგო გამჭვირვალეა და ის ნაკლებად შესამჩნევია, რაც ქომაგებს არ მოეწონათ. ამის გამო კი პუმას ბოდიშის მოხდა მოუწია.

”ჩვენ ვწუხვართ, რომ გულშემატკივრები გაბრაზებულნი არიან და ბოდიშის მოხდა გვსურს. ჩვენ ყურადღებით მივიღეთ გამოხმაურება და მას მომავალი კომპლექტების შემუშავებისას გავითვალისწინებთ”.

- თქვა პუმას აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გულდენმა.

„ბორუსიას“ ხელმძღვანელებს აღნიშნულ ფორმაზე ლოგოს შეცვლა სურდათ, რადგან ისინი ნაკლებად იყიდება და კლუბი ფინანსურად ზარალს ნახულობს, მაგრამ ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია, მაისურის დიზაინი უეფაში დარეგისტრირებულია და მას ვეღარ შეცვლიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები