28 მედალი და 10 რეკორდი - საქართველოს შესანიშნავი შედეგი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

28 მედალი და 10 რეკორდი - საქართველოს შესანიშნავი შედეგი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ რეკორდული, 28 მედლის მოპოვება შეძლო. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 16 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და ევროპის 10 რეკორდია.

ვაჟთა შორის ორჭიდში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიგა ოდიკაძე (49 კგ, U17), ლევან ოჩიგავა (73 კგ, U15) და გურამ ვეკუა (96 კგ, U17). გოგონათა შორის  წარმატებას მიაღწიეს და ოქროს მედლები მოიპოვეს: მარიამ მურღვლიანმა (81 კგ, U15) და ნათია გადელიამ (81კგ, U17). ასევე, ორჭიდში ვერცხლის მედლები მიიღეს რევაზ მილდიანმა (55კგ, U15), გოგა ჯაჯვანმა (61 კგ, U15) და ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ, U17), ბრინჯაო - საბა ადამიამ (81კგ, U15).

ცალკეულ დისციპლინებში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ: ლერი ნეფარიძე (55 კგ, U15) და ირაკლი ვეკუა (+102 კგ, U15).

საინტერესოა, რომ დაფიქსირებული 10 რეკორდიდან, 9 დებიუტანტ ხონელ ძალოსანს, მარიამ მურღვლიანს ეკუთვნის. მან  ჩვენს ქვეყანას 3 ოქროს მედალი მოუპოვა. მარიამმა სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი გოგონა, ვინც კონტინენტის პირველობაზე თავი ოქროს მედლებს მოუყარა.

ამის გარდა, მარიამმა ევროპის ჩემპიონატზე მიყოლებით 3 რეკორდიც დაამყარა - მან  81-კილოგრამ წონით კატეგორიას ატაცებული 85 კილოგრამით ულიდერა და უშუალო მდევარს, თურქ სპორტსმენს 1 კილოგრამით აჯობა.

ზურაბ ანთაურის შემადგენლობა

15 წლამდე: რევაზ მილდიანი (55 კგ), ლერი ნეფარიძე ( 55 კგ), გოგა ჯაჯვანი (61 კგ), ლევან ოჩიგავა (73 კგ), საბა ადამია (81 კგ),  ირაკლი ვეკუა (+102 კგ).

17 წლამდე: გიგა ოდიკაძე (49 კგ.), არჩილ ოქროპირიძე (55 კგ),  ნიკოლოზ ესართია (73 კგ), გოგი თაბაგარი (81 კგ), გურამ ვეკუა (96 კგ).

თემურ ჯანჯღავას შემადგენლობა

მარიამ მაისურაძე (55 კგ),  მარიამ მურღვლიანი (76 კგ),  ნათია გადელია (81 კგ).

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები