''არ დანებდე, გამაგრდი'' - არველაძემ და ქინქლაძემ ინფიცირებული ფეხბურთელი გაამხნევეს
Aa
Aa

''არ დანებდე, გამაგრდი'' - არველაძემ და ქინქლაძემ ინფიცირებული ფეხბურთელი გაამხნევეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშეებმა, არჩილ არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის ფეხბურთელი გაამხნევეს. მოთამაშის ვინაობა უცნობია, თუმცა სპორტსმენი საავადმყოფოში ინფიცირების მძიმე ფორმით მოათავსეს.

''არ დანებდე, გამაგრდი. როცა საავადმყოფოს დატოვებ, ფეხბურთი ერთად უნდა ვითამაშოთ'' 

საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტმა თამუნა თანდაშვილმა, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, სოციალურ ქსელში 20 წლის ფეხბურთელის ფოტოს გამოაქვეყნა, რომელლიც მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა ფეხბურთელი კორონავირუსის მძიმე ფორმით საავადმყოფოში მოათავსეს.

„რეანიმაციაში მოიყვანეს, დიდი თვალებით. მოვეფერე, მოვუყევი რას გაივლის, სად არ უნდა შებორძიკდეს და გამაგრდეს! ფეხბურთელია და გამარჯვების ჟინი ექნება! კოვიდ ომს მოიგებს, მასზე ყველა იზრუნებს. ფერიცვალებას გილოცავთ! ძალა მოგვცეს უკეთესი ცვლილებებისთვის”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები