დუბლი და 3 საგოლე პასი - ჰოლანდმა პირველივე ტურში გაიბრწყინა
Aa
Aa

დუბლი და 3 საგოლე პასი - ჰოლანდმა პირველივე ტურში გაიბრწყინა

საფეხბურთო სამყაროს ბუნდესლიგა დაუბრუნდა. პირველ ტურში „დორტმუნდის ბორუსიამ“ „აინტრახტს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. ერლინგ ჰოლანდმა კი მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. გამოდის, რომ ახალგაზრდა ტალანტმა ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

მისი პასით ანგარიში მარკო როისმა 23-ე წუთზე გახსნა. ერლინგმა 32-ე წუთზე ამჯერად ტორგან აზარს გაატანინა. მეორე გოლიდან 2 წუთში კი თავად ჰოლანდმა აიღო სტუმართა გუნდის კარი. პირველი ტაიმი კი 3:1 დასრულდა. პაშლაკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „აინტრახტმა“ სწორედ ასე შეაგდო.

მეორე ნახევარში როზეს გუნდი კვლავ აგრძელებდა დომინაციას და 58-ე წუთზე ჰოლანდის საგოლე გადაცემით ჯოვანი რეინამ გაიტანა. 72-ე წუთზე კი ერლინგმა დუბლი მიითვალა. 21 წლის თავდამსხმელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. მატჩის მიწურულს, ახალწვეულმა ჰაუგმა თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში „დორტმუნდის ბორუსია“ „ფრაიბურგს“ ესტუმრება. შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება, თუმცა იქამდე, კონკრეტულად კი 17 აგვისტოს გულშემატკივრები მთავარ გერმანულ დაპირისპირებას იხილავენ.

სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ გაეჯიბრებიან. ხსენებული დაპირისპირება თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები