ჰოლანდის ჰეთ-თრიკი - დორტმუნდმა თასზე კარგად დაიწყო
Aa
Aa

ჰოლანდის ჰეთ-თრიკი - დორტმუნდმა თასზე კარგად დაიწყო

გერმანიაში საფეხბურთო სეზონი თასის თამაშებით დაიწყო. პირველივე წრეში ბუნდესლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდატი „დორტმუნდი“ ჩაერთო საქმეში.

მარკო როზეს შეგირდები „ვეჰენს“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში 26-ე წუთზე ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა გახსნა. ზუსტად 5 წუთში ახალგაზრდა შემტევმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მეორე ტაიმის 51-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ერლინგ ჰოლანდის ბრწყივნალე თამაშის შედეგად „დორტმუნდმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და მარკო როზეს დებიუტი წარმატებული გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება, ხოლო „დორტმუნდი“ 14 აგვისტოს საკუთარ კედლებში „აინტრახტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები