Aa
Aa

"ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე" - IJF ბექაურზე წერს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. 21 წლის ბექაურმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამასთან დაკავშირებით IJF-მა(ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ლაშა ბექაურზე დაწერა.

ლაშა ბექაურმა ეს გააკეთა!! თავისი ფეთქებადი ტექნიკით და მგზნებარე საბრძოლო სულისკვეთებით ლაშა სახლში ოლიმპიური ოქროს მედლით ბრუნდება.

ეს ნამდვილად იყო დასკვნითი ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი. დაპირისპირება სწრაფი ტემპით დაიწყო. როდესაც ბექაურმა „ვაზარი“ შეასრულა, მეტოქემ იცოდა, რომ დაბრუნება საკმაოდ რთული იქნებოდა.

გერმანელი ძიუდოისტი ყველაფერს ცდილობდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველი მისგან თავს შორს იჭერდა და ბრძოლის დასასრულს ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ახალი სახელი მსოფლიოს მწვერვალზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები