უარი 100-მილიონიან შეთავაზებას - კიეზას ტრანსფერი ლივერპულში არ შედგა
Aa
Aa

უარი 100-მილიონიან შეთავაზებას - კიეზას ტრანსფერი ლივერპულში არ შედგა

Repubblica-ს ცნობით ''ლივერპული'' ფედერიკო კიეზას უმიზნებდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ''მერსისაიდელები'' იტალიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ''იუვენტუსისგან'' უარყოფითი პასუხი მიიღეს.

იურგენ კლოპი 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში კიეზას როლს ხედავდა, თუმცა მასიმილიანო ალეგრი კიეზას ტრანსფერს არ განიხილავს. ანალოგიურად, ტრანსფერის წინააღმდეგია ''იუვენტუსის'' პრეზიდენტი ანდრეა ანიელი.

აღსანიშნავია, რომ იტალიელს შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

2020 წელს კიეზა ''ფიორენტინადან'' ტურინულ კლუბში ორწლიანი იჯარით გადავიდა. იჯარის სანაცვლოდ ფლორენციელები 10 მილიონ ევროს მიიღებენ, რის შემდეგაც ტურინულ გრანდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება, კიეზას გამოსყიდვის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო უნდა გაიღონ, საბონუსე სისტემით კი შესაძლოა ''ფიორემ'' დამატებით 10 მილიონი ევრო მიიღოს.

კიეზა, რომელიც ევრო 2020-ის გამარჯვებულია, ''ფიორენტინას'' აღზრდილია და 2016 წლიდან ამ კლუბის საკუთრებაა.

23 წლის გარემარბმა ''იუვენტუსთან'' ერთად იტალიის თასი (2020-21) და იტალიის სუპერთასი (2020) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები