ბაიერნი სტადიონზე 20 000 გულშემატკივარს დაუშვებს, სხვა გუნდები 25 000-ს!
Aa
Aa

ბაიერნი სტადიონზე 20 000 გულშემატკივარს დაუშვებს, სხვა გუნდები 25 000-ს!

გასულ სეზონში კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით გამონაკლისების გარდა სტადიონზე გულშემატკივრებს არ უშვებენ. მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ და კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო მიმდინარე ევრო 2020-ზე გულშემატკივრებს უშვებენ და მომავალ სეზონში სხვადასხვა ჩემპიონატებში იგივე იგეგმება.

გერმანული ავტორიტეტული გამოცემა „კიკერი“ იუწყება, რომ ბუნდესლიგის გუნდების ყველა სტადიონზე 25 000 გულშემატკივარი დაიშვება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არის ცნობილი, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა სხვა აზრზეა.

„კიკერზე“ დაყრდნობით ვიგებთ, რომ „რეკორდმაისტერის“ თამაშებზე „ალიანს არენაზე“ 25 000-ის ნაცვლად, 20 000 გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის მიზეზად კვლავ კორონავირუსის საფრთხე დასახელდა. მიუნხენში სურთ, რომ Covid-19-ს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ და გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აირიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები