პანდევი და ანგელოვსკი შესაძლოა დაისაჯონ - მათ კოვიდრეგულაციები დაარღვიეს
Aa
Aa

პანდევი და ანგელოვსკი შესაძლოა დაისაჯონ - მათ კოვიდრეგულაციები დაარღვიეს

ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ ლიდერს, გორან პანდევსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკის უეფასგან სასჯელი ემუქრებათ. რუმინულმა გამოცემამ, ProSport-მა ფოტო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინასთან მარცხის შემდეგ, პანდევი და ანგელოვსკი თავიანთ მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, ბუქარესტში მდებარე რესტორანს, „ჰერასტრაუს“ ესტუმრნენ.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვალდებული არიან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები დაიცვან და „ლომებს" დახურული ზონის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. დიდი ალბათობით, რეგულაციის დარღვევის გამო პანდევი და ანგელოვსკი დაისჯებიან და სავარაუდოდ, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის გამართვა მათ გარეშე მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი არ აქვს. „ლომებმა“ პირველი შეხვედრა ავსტრიის წინააღმდეგ გამართეს და 3-1 დამარცხდნენ, გუშინ კი უკრაინის ბარიერი ვერ დაძლიეს და 2 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას 21 ივნისს გამართავს და ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები