შესაძლოა,  ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივარი დაუშვან
Aa
Aa

შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივარი დაუშვან

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იაპონიაში, მათ შორის ტოკიოში, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გაუქმება არ იგეგმება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის თქმით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც ჩატარდება.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივარი დაუშვან. უცხოური მედიის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 10 000 ადამიანზე. გადაწყვეტილება ცნობილი ივნისის ბოლოს გახდება.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ის საგზური მოპოვებული 8 500 ათლეტს აქვს. 17 სახეობაში კვალიფიკაციები უკვე  დასრულებულია. უშუალოდ, შესარჩევ ასპარეზობებში ტოკიო 2020-ის საგზურების საერთო რაოდენობის კიდევ 4% გათამაშდება, ლიცენზიების 20% კი რეიტინგების მიხედვით განაწილდება. 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან.

საკვალიფიკაციო ტურნიები 29 ივნისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

ცხელი ამბები