გაცვლა მზადდება - ნიგესი სიტიში, სილვა ატლეტიკოში
საკლუბო საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ახლა სატრანსფერო სიახლეების ჯერი დადგა. სპორტულ პრესაში ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაციას ვეცნობით.
ბრიტანული მედია იუწყება, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაცვლა მზადდება. საქმე ბერნარდო სილვას და საულ ნიგესს ეხებათ. ვიგებთ, რომ პორტუგალიელმა შემტევმა „ქალაქელებს“ გუნდიდან გაშვება თხოვა. მისით კი ყველაზე მეტად „როხიბლანკო“ ინტერესდება.
მადრიდულმა გრანდმა მანჩესტერელებს ბერნარდოს სანაცვლოდ საულ ნიგესი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია რაიმე თანხას ითხოვს თუ არა რომელიმე მხარე.
Atlético Madrid have offered #ManCity Saul Ñíguez in a deal that would see Bernardo Silva move the opposite way. Silva requested to leave @ManCity before last summer's transfer window and expects to change clubs this window.
— Man City Report (@cityreport_) June 8, 2021
[via @DuncanCastles] pic.twitter.com/ObFF8R0mjF
ბერნარდო სილვა „სიტიში“
პორტუგალიელი ფეხბურთელი „ქალაქელებს“ 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში სილვამ „მანჩესტერ სიტის“ მაისური 201-ჯერ მოირგო, 35 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნიგესი „ატლეტიკოში“
ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოს“ აღზრდილი გახლავთ. მთავარ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს. დღემდე საულმა „როხიბლანკოს“ მაისური 337-ჯერ მოირგო, 43 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.