''ქეცბაია სამუშაო პროცესის მიღმა ნამდვილი მეგობარია, გუნდში კი მისთვის ყველა თანასწორია''
Aa
Aa

''ქეცბაია სამუშაო პროცესის მიღმა ნამდვილი მეგობარია, გუნდში კი მისთვის ყველა თანასწორია''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული აპოელ-ის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია CrystalSport-თან ინტერვიუში ექს-მწვრთნელების, გია გეგუჩაძისა და თემურ ქეცბაიას შესახებ საუბრობს. ასევე, იხსენებს უნგრეთსა და თბილისის ''დინამოში'' გატარებულ პერიოდებს, გვიამბობს მისი საყვარელი წიგნის შესახებ და აღნიშნავს, რომ ''ანორთოსისში'' ყოფნისას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსების გავლის სურვილი ჰქონდა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, ქვილითაია ბელგიური ''გენტის'' საკუთრება იყო და 2020-21 წლების სეზონი იჯარით ''ანორთოსისში'' გაატარა. მან კვიპროსული გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი შეაგდო, თემურ ქეცბაიას გუნდს თასის მოპოვებაში დაეხმარა, ახლახანს კი აპოელ-მა ბელგიური ''გენტიდან'' გამოისყიდა. მასთან ერთად აპოელ-ში თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი ითამაშებენ.

View this post on Instagram

A post shared by APOEL FC (@apoelfcofficial)

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები