9:0 - ლანჩხუთმა მართვე გაანადგურა!
Aa
Aa

9:0 - ლანჩხუთმა მართვე გაანადგურა!

საქართველოს ქალთა ლიგის მე-9 ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოვიდა. უხვგოლიანი ძირითადად „ლანჩხუთის“ ხარჯზე. გიორგი ჩხაიძის გუნდი სტუმრად „მართვეს“ დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა.

ანგარიში მე-9 წუთზე ირინა ხაბურზანიამ გახსნა. 35-ე წუთისთვის გურულები უკვე 5:0-ს იგებდნენ. თავი მიყოლებით ბაქრაძემ, ჭყონიამ, თოდაძემ და კალანდაძემ გამოიჩინეს. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმრები არ გაჩერდნენ და ქუთაისელებს კიდევ 4 გოლი გაუტანეს. თოდაძემ, ჭყონიამ, ბაქრაძემ და ხაბურზანიამ დუბლი გაიფორმეს.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი ჩხაიძის გუნდმა ცხრილში უპირატესობა განიმტკიცა, რადგან მეორე ადგილზე მყოფმა „ნიკემ“ საკუთარ კედლებში „ხობთან“ 2:3 წააგო.

ცნობისთვის, ქალთა ლიგის მე-9 ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „გორმა“ „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. საკუთარი შეხვედრა ჩაატარა "კვარტალმა". თბილისურმა გუნდმა "ლანჩხუთის" შედეგი გაიმეორა და ბათუმს 9:0 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ გათამაშებას „ლანჩხუთი“ 27 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები