“ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს ტიტულია” - მბაპემ კითხვა დააიგნორა
Aa
Aa

“ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს ტიტულია” - მბაპემ კითხვა დააიგნორა

დასრულდა საფრანგეთის თასის ფინალი „მონაკოსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის. პოჩეტინოს გუნდმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტულს დაეუფლა. პარიზელებმა ხსენებული ტიტული ისტორიაში მეთოთხმეტედ მოიგეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა კილიან მბაპეს საინტერესო კთხვა დაუსვა. მსოფლიოს ჩემპიონმა კითხვა თავიდან აირიდა და სულ სხვა პასუხი გასცა.

ჟურნალისტი: „შემდეგ სეზონში მე-15 საფრანგეთის თასისთვის იბრძოლებთ?

მბაპე: „ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტიტულის მოგებით დავტკბეთ."

გავრცელებული ინფორმაციით, კილიანი პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მის სახელს კი აქტიურად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. ჟურნალისტის კითხვა კი ირიბად სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები