წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - უხვგოლიანი მატჩი და დინამოს მეორე გამარჯვება
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - უხვგოლიანი მატჩი და დინამოს მეორე გამარჯვება

თბილისის „დინამო“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-8 შეხვედრაში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „იადრანს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში სძლია.

პირველი პერიოდი თბილისელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა და „დინამომ“ 4-3 მოიგო, ხოლო შესვენებაზე 2-ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა - 6-4. მესამე მეოთხედში „დინამო“ ინიციატივას ფლობდა და ქართული კლუბი გადამწყვეტი რვაწუთეულის წინ 10-6-ს იგებდა. მონტენეგროელებმა მატჩის ბოლო თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს და ბოლო პერიოდი 4-3 მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „დინამომ“ საბოლოოდ, 13-10 იმარჯვა.

თბილისელთა მხრიდან 2-2 გოლი იმნაიშვილმა, ბითაძემ, იელაჩამ, მაგრაქველიძემ, ვასიჩმა და ვაპენსკიმ გაიტანეს, ხოლო დადვანის ანგარიშზე 1 ბურთია.

ცნობისთვის, 21 აპრილს „დინამო“ „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

ვიდეო მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები