Aa
Aa

პირველი შეფასებები - ძალოსნებს აეროპორტში მედია და გულშემატკივარი დახვდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოსკოვში გამართული ტრიუმფალური ევროპის ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდა. რუსეთის დედაქალაქში სულ ჩვენმა გუნდმა 14 მედალი მოიპოვა. მათ შორის, ერთი ოქრო ანასტასია გოდფრიდის ანგარიშზეა, დანარჩენი ყველა მედალი კი ვაჟებმა აიღეს და ევროპირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

გიორგი ასანიძის შეგირდთაგან ევროპის ჩემპიონები რეზი დავითაძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე გახდნენ. ჯამური სტატისტიკა ასეთია - 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.

ძალოსანთა ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. CrystalSport-ის გუნდი ქართველ ძალოსნებს აეროპორტში დახვდა და პირველი შეფასებები ჩაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები