Aa
Aa

"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - სანიოლმა საბერძნეთთან მატჩი შეაფასა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველო საბერძნეთს ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „ჯვაროსნებმა“ პირველი ქულა აიღეს. მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

"უცნაური მატჩი იყო. საბერძნეთს თავიდანვე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ მომენტებს უცნაურად ამთავრებდნენ. მე-20 წუთის შემდეგ შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით. საბედნიეროდ მალე გავათანაბრეთ. ვფიქრობ, შვედეთის და ესპანეთის წინააღმდეგ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ ავიღეთ.

დღეს ქულის აღება მოვახერხეთ ამით ბედნიერი ვარ. უსამართლობა იქნებოდა ასეთი მატჩის შემდეგ ისევ 0 ქულა, რომ გვქონოდა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.

პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებლები არ იყვნენ. ვფიქრობ, ბერძნების გულშემატკივრების წინაშე უფრო გაგვიჭირდებოდა. იმედი მაქვს საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებში აბსოლუტურად ყველგან იქნებიან გულშემატკივრები." - განაცხადა სანიოლმა

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 1 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე ამ მომენტისთვის ესპანეთია 7 ქულით, მეორეზე შვედეთი 6 ქულით, თუმცა ანდერსონის შეგირდებს 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მესამე ადგილს 2 ქულით საბერძნეთი იკავებს. უკანასკნელ პოზიციაზე 0 ქულით კოსოვო გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები