დამანგრეველი ნოკაუტი - ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა და ქამარს დაეუფლა
Aa
Aa

დამანგრეველი ნოკაუტი - ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა და ქამარს დაეუფლა

UFC-ში მძიმე წონითი დივიზიონის ქამრისთვის სატიტულო ბრძოლა შედგა - ფრენსის ნგანუმ სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა და თან ეს ძალიან სასტიკი ნოკაუტით შეძლო.

ნგანუს უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა რაც მეორე რაუნდში ვიხილეთ ამას ბევრი ალბათ არც მოელოდა.

კამერუნელსა და ხორვატს შორის ეს რიგით მეორე ბრძოლა იყო, 3 წლის წინ მიოჩიჩმა გამარჯვება ქულებით შეძლო, ამჯერად კი ნგანუმ სრულფასოვანი რევანში აიღო.

დგომში მოპოვებული უპირატესობა ნგანუს ხელიდან არ გაუშვია და საბოლოოდ უძლიერესი დარტყმების შედეგად მიოჩიჩი ადგილზევე გათიშა.

ფრენსის ნგანუ ამ გამარჯვების შემდეგ, რიგით მე-4 ჩემპიონია, რომელიც აფრიკას წარმოადგენს.

ბოლოს გეტყვით, რომ გამარჯვების შემდეგ, ნგანუ 33 წლის ჯონსმა გამოიწვია, რომელიც 13 წელია არავისთან დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები