Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ალინა ურუშაძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ქალთა გათამაშება დასრულდა. 17 წლის ქართველმა, ალინა ურუშაძემ ტურნირი მეოცე ადგილზე დაასრულა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

24 მარტს, მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც ურუშაძემ 59.89 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა და 30 მონაწილიდან 24 ფინალისტს შორის მოხვდა. დღეს, გულშემატკივრებმა თავისუფალი პროგრამა იხილეს და მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 109.12 ქულა მიიღო. ალინამ ტექნიკურ ელემენტებში 55.07 ქულა, ხოლო პროგრამულ კომპონენტში 55.05 ქულა დაიმსახურა, 1 ქულა კი ჩამოაკლდა. შედეგად ურუშაძემ 169.01 ქულა დააგროვა და მე-20 პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი რუსი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა და სამივე მედალი მათ დაისაკუთრეს. ოქროს მედალს ანნა შჩერბაკოვა დაეუფლა, ელიზავეტა ტუკტამიშევამ ვერცხლი მოიგო, ხოლო ბრინჯაო ალექსანდრა ტრუსოვას გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები