ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

პროტოკოლის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უკვე აღარაა განთესვა და არც ერთი ქვეყნების გუნდების შესაძლო დაპირისპირების შეზღუდვა. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები პირველ თამაშს საკუთარ არენაზე გამართავენ. 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები - 6-7 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 13-14 აპრილს ჩატარდება.

დღესვე გაირკვა ის, თუ რომელი წყვილის გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს 1/2 ფინალურ ეტაპზე. "ბაიერნი"-პსჟ-ს წყვილში უკეთესი "სიტი"-"დორტმუნდის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, "რეალი"-"ლივერპულს" შორის მომგები კი - "პორტუსა" და "ჩელსის" შორის გამარჯვებულს.

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალი თურქეთის ქალაქ სტამბულში, 29 მაისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები