კაპიტანი შესაძლოა არ იყოს - ფრანგული კლუბების ერთსულოვანი გადაწყვეტილება
Aa
Aa

კაპიტანი შესაძლოა არ იყოს - ფრანგული კლუბების ერთსულოვანი გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების ჩატარება შესაძლოა, გუნდის კაპიტნის, ჯაბა კანკავას გარეშე მოუწიოს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L'Équipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ მარტის სანაკრებო პაუზისას ფეხბურთელები არ გაუშვან იმ ქვეყნების ნაკრებებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ფრანგული კლუბების არგუმენტი კორონავირუსის რეგულაციებთან და პროტოკოლთან დაკავშირებით არსებული განსხვავებებია.

ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ ღირსებას იცავს და ზემოთ ხსენებულ მოთამაშეთა კატეგორიაში ისიც შედის. FIFA-ს წესების მიხედვით, კლუბები ვალდებულნი არიან ფეხბურთელები ნაკრებში გაუშვან და მსგავს ვითარებაში გადამწყვეტ ფაქტორს ფედერაციის პოზიცია წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა, კლუბებსა და ფედერაციებს შორის შეთანხმება შედგეს და ფეხბურთელს ნაკრებში არჩამოსვლის უფლება დართონ (როგორც ეს მაკარიძის შემთხვევაში მოხდა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები