Aa
Aa

Athletic - პოგბა მზადაა ახალი კონტრაქტი გააფორმოს და მანჩესტერში დარჩეს

The Athletic-ის ჟურნალისტი, ენდი მიტენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგთათვის იმედისმომცემ  ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ პოლ პოგბა მზადაა, „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩეს.

მიტენის ცნობით, ფრანგმა ნახევარმცველმა პოზიცია შეცვალა და „წითელ ეშმაკებთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმაა. Athletic-ის ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „მანჩესტერმა“ შანსი ხელიდან გაუშვას და უდიდესი ალბათობით, პოგბა „ოცნებათა თეატრზე“ თამაშს განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემები პოგბას მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში „იუვენტუსის“ ვარიანტიც გაჟღერდა. „ბიანკონერის“ ექს-ფეხბურთელის დაბრუნება სურს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურინელებს მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ.

პოგბა მიმდინარე სეზონში „წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთი ლიდერია და შესანიშნავად ასპარეზობს. ფრანგ ნახევარმცველს 28 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები