''ჯარიმა და უნიკალური რეაქცია'' -  უცნაური ეპიზოდი ავსტრალიის ჩემპიონატში
Aa
Aa

''ჯარიმა და უნიკალური რეაქცია'' - უცნაური ეპიზოდი ავსტრალიის ჩემპიონატში

ავსტრალიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ''სიდნეი უონდერერსის'' ირალანდიელმა შემტევმა საიმონ კოქსმა ''მელბურნ ვიქტორის'' მცველის, სტორმ რუქსის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. კოქსმა ხელით რუს მკლავი დაიჭირა, მას ხელი ჩაავლო და მისი მოძრაობა ასე შეაჩერა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. არბიტრს თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირება დააგვიანდა.

რუ მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა, თუმცა კოქსმა ხელის ჩამორთმევით პოზიტიურად უპასუხა.

''სასიამოვნოა თქვენს წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა, მე ვარ საიმონი'' - 433-ის გვერდმა ასე დაასათაურა აღნიშნული მომენტი.

ავსტრალიური abcnews-ი აღნიშნულ ეპიზოდს ამ სათაურით ავრცელებს: ''ჯარიმა და უნიკალური რეაქცია''.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, საიმონ კოქსი მატჩის შემდეგაც პოზიტიურ განწყობაზე იყო, მისმა ''სიდნეი უონდერერსმა'' ''მელბურნ ვიქტორი'' 2:0 დაამარცხა.

33 წლის საიმონ კოქსი 2010-12 წლებში ინგლისის პრემიერ ლიგის ''ვეტს ბრომვიჩში'' ასპარეზობდა. ამპლუით ფორვარდს ირლანდიის ეროვნულ გუნდში 33 მატჩი ჩაუტარებია. 

2013 წელს ირლანდიის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველო 4:0 დაამარცხა. ერთი გოლი კოქსის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები