კრუნიჩი:
Aa
Aa

კრუნიჩი: "ბავშვობაში ცრვენა ზვეზდას ვგულშემატკივრობდი"

ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ევროპის ლიგაც კარს მოგვადგა. "მილანი" "ცრვენა ზვეზდას" ესტუმრება. მატჩის წინ "როსონერის" ნახევარმცველმა რადე კრუნიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

""ცრვენა ზვეზდა ლამაზი გუნდია. სერბეთში კი ყველაზე ძლიერია. მათ ასევე შესანიშნავი ისტორია აქვთ, რომელიც "მილანთან" არის დაკავშირებული. ბავშვობაში მე მათ ვგულშემატკივრობდი. სერბეთის ჩემპიონატს ხშირად ვუყურებდი. ჩემთვის ამაღელვებელი იქნება თუ "ცრვენა ზვეზდასთან" ვითამაშებ. მე პროფესიონალი ვარ და "როსონერის" მაისურის მორგება მუდამ ჩემი ოცნება იყო.

"სპეციასთან" მარცხი უნდა გამოვისყიდოთ და აუცილებლად გავიმარჯვოთ. უკანასკნელი წაგება პრობლემა არ იყო, მთავარი ის იყო, თუ როგორ დავმარცხდით. "მილანი" საკუთარ თავს არ ჰგავდა. ახლა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გამარჯვებაზე ვიფიქროთ.

ყველა მომდევნო მატჩი ახალი შესაძლებლობა და გამოწვევაა. ყოველთვის მზად ვარ და მწვრთნელს თუ დავჭირდები მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩემი რეალური ამპლუა თავდამსხმელების უკან თამაშია. ჩვენს სათამაშო ტაქტიკაში კი ეს პოზიცია არ გვაქვს. შემიძლია მოედნის სხვა ნაწილშიც ვითამაშო." - განაცხადა კრუნიჩმა

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი "როსონერის" 2019 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 41 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, "ცრვენა ზვეზდასა" და "მილანის" დაპირისპირება 18 თებერვალს თბილისის დროით 21:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები