რამოსს ხელფასის შემცირებას ბეილის გამო თხოვენ? - მადრიდში სიტუაცია დაიძაბა
Aa
Aa

რამოსს ხელფასის შემცირებას ბეილის გამო თხოვენ? - მადრიდში სიტუაცია დაიძაბა

სერხიო რამოსს და მადრიდის "რეალს" შორის, რომ ურთიერთბა დაძაბულია ეს ახალი არ არის. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბს" ესპანელი მცველის ხელფასის შემცირება სურს. თავად ფეხბურთელს კი პირიქით, ანაზღაურების გაზრდა და 2 წლიანი კონტრაქტი უნდა.

 გარეთ ბეილი ამჟამად "ტოტენჰემში" იჯარის წესით არის განათხოვრებული, მაგრამ ხელაფსის ნაწილს კვლავ "რეალი" უხდის. გავრცელებული ხმებით, "დეზებს" უელსელის ნისლიან ალბიონზე დატოვება არ სურთ. აქედან გამომდინარე გარეთი ზაფხულში კვლავ მადრიდში დაბრუნდება. 

დღეს კი ესპანურ მედიაში განსაცვიფრებელი ინფორმაცია გავრცელდა. მადრიდის "რეალმა" სერხიო რამოსს ხელფასის შემცირება იმის გამო თხოვა, რომ ბეილის კოლოსალური ანაზღაურება გადაიხადოს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა თუ ეს სიმართლეა, ასეთი შეთავაზება "ბლანკოსის" ლიდერისთვის ნამდვილად არასასიამოვნო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსს "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. მისით კი სხვადასხვა ევროპული გუნდები ინტერესდებიან, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ ჟერმენი." ცნობისთვის, 34 წლის მცველი "სამეფო კლუბში" 2005 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო. ჩაატარა 668 შეხვედრა და 100 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები