Aa
Aa

"ის ჩემი მეგობარი არ არის" - მოურინიო კლოპზე

"ტოტენჰემის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ბრიტანულ მედიასთან იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა. ჟოზეს თქმით, ის და კლოპი მეგობრები არ არიან.

"როდესაც მე რამეს ვაშავებ, ამისთვის პასუხს ვაგებ. ერთხელ სტადიონზე შესვლა ამიკრძალეს და ჩემი გუნდის თამაშს ტელევიზორში ვუყურე. მეორედ კი ფულადი ჯარიმა გადავიხადე. სამწუხაროდ ხშირად სხვა მწვრთნელებს ასეთ სანქციებს არ აკისრებენ.

კლოპის მეგობარი არასდროს ვყოფილვარ, რადგან მე მისთვის თავისუფალი დრო არ მაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირების დროს ვხვდებით. მატჩის წინ 5 წუთით და მატჩის შემდეგ. როდესაც ადამიანს იცნობ, შეგიძლია შეაფასო და თქვა "მე ის მომწონს, კარგი ადამიანია.. ან მე ის არ მომწონს, ცუდი ადამიანია."

იურგენს, როგორც კოლეგას დიდ პატივს ვცემ. კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ ისიც იმავეს ფიქრობს ჩემზე." - განაცხადა მოურინიომ

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემი" და იურგენ კლოპის "ლივერპული" ხვდებიან ერთმანეთს. მატჩი 28 იანვარს თბილისის დროით 00:00-დან დაიწება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები