Aa
Aa

კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - მისი შტურმი ჩემპიონატს ზალცბურგთან ერთად ლიდერობს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ საჭირო 3 ქულის აღებაში დაეხმარა.

„კიტემ“ „ჰარტბერგთან“ მატჩისას ანგარიში 22-ე წუთზე, ლიუბიჩის პასის შემდეგ გახსნა. მისმა გუნდმა მალევე მეორე გოლიც შეაგდო, საბოლოოდ კი 2:1 გაიმარჯვა და ლიდერ „ზალცბურგს“ გაუთანაბრდა.

ქართველმა შუახაზელმა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 85 წუთი გაატარა, ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში მე-4 ბურთი ჩაიწერა აქტივში. მან აქამდე „ალტახს“ გაუტანა, ვენის „აუსტრიასთან“ კი სულაც დუბლი მიითვალა. ასევე, თავის გუნდს 3 საგოლე პასითაც დაეხმარა.

„შტურმმა“ გასულ ტურში „რაპიდთან“ წაგებისთვის რეაბილიტაცია შეძლო, 28 ქულა მოაგროვა და ბუნდესლიგას „ზალცბურგთან“ ერთად ლიდერობს. გრაცელები 29 იანვარს, ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალტახს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები