ოშიდაში - ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე წარუმატებელი დღე
Aa
Aa

ოშიდაში - ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე წარუმატებელი დღე

2021 წლის პირველ სუპერტურნირზე, ''ჰაცუ ბაშოზე'' აღმოსავლეთის მეოთხე მაეგიშირა ტოჩინოშინი მეექვსე დღეს ოძეკ შოდაის შეხვდა. ფავორიტად შერაცხულმა შოდაიმ ოშიდაშით ლევან გორგაძე მარტივად და დამაჯერებლად დაამარცხა. ბრძოლის დასაწყისში ტოჩინოშინმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, თუმცა შემდეგ შოდაიმ ოშიდაში შეასრულა.

6 ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე 2 მოგება და 4 მარცხია.

სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. მას ტოჩინოშნზე უარესი ბალანსი აქვს, 6 ბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო.

მიმდინარე სუპერტურნირის განვლილი შეხვედრებიდან გამომდინარე ტოჩინოშინს მცირე უპირატესობა აქვს, თუმცა 11 ურთიერთშეხვედრიდან ტოჩინოშინმა მხოლოდ 3 მოიგო, 8 ბრძოლაში კი გამარჯვებული ტაკაკეიშო გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები