Aa
Aa

"ფრთხილად იყავით" - ალექს მორგანს Covid-19 დაუდგინდა

თანამედროვე ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავ ალექს მორგანს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა და აღნიშნა, რომ Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.

 „იზოლაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და ახლა მივყვები ყველა იმ წესს, რომლითაც ჩემი სხეული ვირუსისგან სრულად უნდა განიკურნოს. იმედი მაქვს, ჩემს თანაგუნდელებს მალე დავუბრუნდები. იყავით ფრთხილად და გილოცავთ ახალ წელს“.

მორგანი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი ვირუსით 2020 წლის ბოლოს, არდადეგებზე ყოფნისას, კალიფორნიაში დაინფიცირდა.

31 წლის მორგანი ამერიკის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანია და მასთან ერთად ორგზის მსოფლიო ჩემპიონიც გახლავთ. იგი 2020 წელს ლონდონის „ტოტენჰემში“ გადავიდა, თუმცა ახლახანს ისევ აშშ-ს დაუბრუნდა და კონტრაქტი ყოფილ კლუბ „ორლანდო პრაიდთან“ გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები