დებიუტიდან 5 წუთში - ბალოტელიმ მონცა დააწინაურა
Aa
Aa

დებიუტიდან 5 წუთში - ბალოტელიმ მონცა დააწინაურა

სერია B-ს მე-16 ტურში "მონცა" "სალერნიტანას" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს. ერთადერთი გოლი მარიო ბალოტელიმ გაიტანა, რომელსაც სადებიუტო შეხვედრა აქვს. იტალიელმა ბოლოს 360 დღის წინ გაიტანა.

შეგახხენებთ, რომ ბალოტელი ბოლოს „ბრეშას“ ღირსებას იცავდა, მაგრამ გარკვეული უთანხმოებების გამო „ბიანკააძურიმ“ კონტრაქტი გაუწყვიტა. მას შემდეგ იტალიელი ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაში იყო და კარიერას „მონცაში“ განაგრძობს, რომლის მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ადრიანო გალიანი იკავებს.

ცნობისთვის, "სუპერ მარიოს" "ვასკო და გამაც" ეპატიჟებოდა, თუმცა საბოლოოდ იტალიელმა არჩევანი "მონცაზე" შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ 30 წლის თავდამსხმელი "მონცაში" გადასვლამდე სერია D-ს გუნდში "ფრანკიაკორტაში" ვარჯიშობდა, რათა ფიზიკური კონდიციები წესრიგში ჰქონოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები