დოჰიოდან მაყურებლებში მოისროლა - ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება!
Aa
Aa

დოჰიოდან მაყურებლებში მოისროლა - ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება!

„კიუშუ ბაშოს“ მე-7 დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ენდო იყო. მათი 13 შეხვედრიდან ქართველმა სეკიტორმა 7 მოიგო და ექვს ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ლევანმა დღეს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაიმყარა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

„ტოჩიმ“ ბრძოლა აქტიური ცუპარებით დაიწყო, დოჰიოზე მყარად იდგა და გამარჯვებაც ლოგიკურად, დამსახურებულად მოიპოვა.

ტურნირის მე-8 დღეს გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი ლევანის მსგავსად 4-3-ზე აქვს.

ტოჩინოშინი მას ჯამში 3-ჯერ შეხვდა და სამივე ორთაბრძოლა მარცხით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები