უარი მესამედ - ალაბა კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
Aa
Aa

უარი მესამედ - ალაბა კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ავსტრიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქი 2021 წელს ეწურება. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ორი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

დღეს კი გავლენიანი გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

დავიდ ალაბა მიუნხენში მე-12 სეზონს ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 393 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. დავიდი ასევე ჩემპიონთა ლიგის ორ გზის გამარჯვებული გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები