ლიონი დათმობებზე მიდის - ბარსელონას დეპაის გადაბირების შანსი გაუჩნდა
Aa
Aa

ლიონი დათმობებზე მიდის - ბარსელონას დეპაის გადაბირების შანსი გაუჩნდა

„ლიონის“ ფეხბურთელმა, მემფის დეპაიმ შესაძლოა, კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა, დათმობებზე წავიდეს, რაც „ბლაუგრანას“ ნიდერლანდელი შემტევის გადაბირების შანსს გაუზრდის.

L’Equipe-ის მიხედვით. „ლიონი“ თანახმაა, დეპაის გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს და საჭიროების შემთხვევაში, თავისი ერთ-ერთი ლიდერი „ბარსას“ 25 მილიონ ევროზე გაცილებით ნაკლების სანაცვლოდ დაუთმოს. ესპანურ პრესაში წერენ, რომ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დეპაის გადასაბირებლად მაქსიმუმს აკეთებს. ნიდერლანდელი სპეციალისტი ცდილობს კლუბის ხელმძღვანელები დეპაის ტრანსფერის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

კატალონიური Sport-ის ცნობით, „ლიონს“ არ სურს გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შედგეს, ამიტომ „ბლაუგრანას“ მოლაპარაკებების, რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ ფრანგული კლუბის რიგებში 143 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები