ლაკვეხელიანის შთამბეჭდავი დრიბლინგი - ქართველის დებიუტი უნგრეთში
Aa
Aa

ლაკვეხელიანის შთამბეჭდავი დრიბლინგი - ქართველის დებიუტი უნგრეთში

მიმდინარე ზაფხულში ''საბურთალოდან'' ''მეზოკოვეშდში'' გადასულმა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრული კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. უნგრეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონის პირველ ტურში ლაკვეხელიანმა სტუმრად ''დიოშგიორის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. შეხვედრა ''დიოშგიორის'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

21 წლის ქართველი მარცხენა მცველი შეტევაში აქტიური იყო.  ''მეზოკოვეშდის'' ერთადერთი გოლი ლაკვეხელიანის ფლანგურ გადაცემას მოჰყვა, მასპინძელთა მცველი შეცდა და შეტევა გოლით დასრულდა.

მატჩის მიწურულს ლაკვეხელიანმა შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, უნგრული კლუბის ახალწვეული მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა. ასევე, 84-ე წუთზე საჯარიმოში მყოფი თანაგუნდელის მისამართით კარგი გადაცემა შეასრულა, დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავდა, თუმცა ფორვარდმა დააგვიანა და კარისკენ დარტყმა ვერ შეძლო.

 

 ''მეზოკოვეშდი'' მეორე ტურის შეხვედრას საკუთარ კედლებში ''ზალაეგერშეგის'' წინააღმდეგ 21 აგვისტოს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ლაკვეხელიანი ''საბურთალოს'' აღზრდილია. მან თბილისური კლუბის ძირითად გუნდში ადგილი 2017 წლის სეზონში დაიმკვირდა, როცა მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი იყო.

სწრაფ და ტექნიკურ მცველს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები