ქართველი ფეხბურთელი კარიერას ბერლინის ვიქტორიაში გააგრძელებს
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი კარიერას ბერლინის ვიქტორიაში გააგრძელებს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, შალვა ოგბაიძე კარიერას გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე ბერლინის „ვიქტორიაში“ გააგრძელებს.

ოგბაიძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრა გამართა და ესტონელი, რუსი და დანიელი თანატოლების წინააღმდეგ იასპარეზა.

View this post on Instagram

New Chapter. @viktoriaberlin

A post shared by Shalva Ogbaidze (@jacco_ogbaidze) on Jul 8, 2020 at 9:20am PDT

ბერლინის „ვიქტორიაში“ გადასვლამდე, ოგბაიძე „მაგდებურგის“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში იგი 2-ჯერ გამოჩნდა და გერმანული გუნდის მაისურით 1 გოლის გატანაც მოასწრო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები