მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს
Aa
Aa

მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა.ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ფოტო - es.gov.ge/

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

შაქარაშვილი ''საბურთალოს'' აღზრდილი გახლდათ. კოხრეიძისა და ლაკვეხელიანის მსგავსად შაქარაშვილმაც ''საბურთალოში'' ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ბოლოს სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები